სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილის სამუშაო სადილი ჯეიმს აპატურაისთან

საქართველოს მთავრობა ძალიან აფასებს ნატო- გენერალური მდივნის განცხადებას რუსეთსა და აფხაზეთს შორისმოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობისხელშეკრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო- გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, ჯეიმს აპატურაისთან სამუშაო სადილზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ე.წ შეთანხმება ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს და მთავრობა შეშფოთებულია, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ მიდგომებს დესტრუქციული ქმედებებით პასუხობს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ პროცესის მენეჯმენტის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეიქმნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს ურთერთობებში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ISAF-ისა და ავღანეთის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიებში.

პრემიერ-მინისტრმა 2015 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100