სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოღაიდელი პრიმაკოვის ფულებით ოპოზიციის "დასეილებულ" ლიდერებს ყიდულობს?

ოპოზიცია პრაი-მერობს! თუმცა, მერობისთვის ოპოზიციას ჯერჯერობით რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, მაგრამ ისეთივე ბუფერული და უფურული, როგორიც დღეს ოპოზიციის შანსებია. კობა დავითაშვილი - მეტსახელად "ნავერტილე", თორთლაძის "კუპონა" - იგივე დავით იაკობიძე, კუკავას ძიძიგური - "სამტრედიელი ხარ ძამია"?!~ და "ალიანსის" ირაკლი ალასანია - `რა მინდოდა წვენებში?!".
პრაიმერის იდეის გამო ოპოზიციამ ერთმანეთი უკვე დაძიძგნა, ძვლებამდე ერთმანეთის "კვნეტა" მალე დაიწყება. კახა კუკავასა და ალასანიას გუნდს შორის დაპირისპირება ღრმავდება. ამას მხოლოდ "დრონი. ჯი"-ს ინფორმატორები არ იტყობინებიან.
ოპოზიცია უკვე "რედისონული" შეხვედრების დროსაც აღარ მალავს, რომ თხა-მგლებივით არიან. "ეროვნული ფორუმი" კუკავა-ძიძიგურის ტანდემს კბენს, "ალიანსი" - ნოღაიდელს, ბურჯანაძე ყველას ერთად და ცალ-ცალკე კიდევ - შალვა ნათელაშვილი.
როგორც "დრონი. ჯი"-ს შეატყობინეს, კახა კუკავა განსაკუთრებით გაფაციცებით დარბის ზურაბ ნოღაიდელთან. ნოღაიდელმა ამიტომაც აქტიურად დაიწყო პრაიმერის იდეის მხარდაჭერა.
რუსებზე მიყიდული "დაღლილი ვირი" ბოლო დროს კუკავას იდეების მხარდამჭერი გახდა, პუტინის კარზე ვიზიტებამდე ნოღაიდელი სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებდა. გამორიცხული არც ისაა, რომ საბოლოო ჯამში ნოღაიდელმა კუკავასთან კონსპირაციული შეხვედრების შემდგომ, საარჩევნოდ კოალიციაზე ფიქრიც დაიწყოს.
კუკავას, რომელიც შარშან თავადაც იმყოფებოდა მოსკოვში, იქაურ დიასპორასთან შეხვედრებზე, წესით, ნოღაიდელის პრორუსულობა უნდა აღიზიანებდეს, თუმცა კუკავასთვის ფული "კონსერვატორების" ოფისსაც ანათებს და ბაგებში წამოჭიმულ ფეშენებელურ ვილასაც.
კუკავას პრაიმერს "ფქვილის დედოფალი" არ ეთანხმება, ბურჯანაძეს საამისოდ მოტივაცია აქვს: იცის, რომ პრაიმერში ვერ გაიმარჯვებს. თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
როგორც "დრონი. ჯი"-მ გაარკვია, კუკავა-ძიძიგური-ნოღაიდელის ტანდემი მოლაპარაკებებს პარტიულ ლიდერებთან 2010 წლის 20 იანვრამდე გამართავს. საახალწლოდ ნოღაიდელი-კუკავა-ძიძიგური თითქმის ყველა მნიშვნელოვან პარტიას დაუვლიან.
როგორც "დრონი. ჯი"-ს ინფორმატორი იტყობინება, ასეთია "ინსტრუქტაჟი" კრემლიდან. ნოღაიდელი აპირებს მოლაპარაკებები და შეხვედრები აწარმოოს "ეროვნულ ფორუმთან", შაშიაშვილის "თეთრებთან", "მრწველებთან", ბურჯანაძესთან, გია მაისაშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან, "ტრადიციონალისტებთან" და ა.შ.
ნოღაიდელის გეგმაშია ირაკლი ალასანიას გადაბირებაც. "ალიანსი საქართველოსთვის" კუკავას პრაიმერის იდეას არ ეთანხმება. თუმცა "კონსერვატორებს" თავისებური ჩანაფიქრი აქვთ: იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე, "ეროვნული ფორუმი" და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სუბიექტი მოლაპარაკებაზე წავა და პრაიმერს დათანხმდება, მაშინ, "ალიანსს" თეთრი ყვავის როლში გამოიყვანენ და იძულებულს გახდიან, პრაიმერს დათანხმდეს.
ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა კი ასე იშიფრება: იმ შემთხვევაში, თუ გაჩეჩილაძე, "ფორუმი", "კონსერვატორები", დავითაშვილი და კიდევ რამდენიმე პოლიტ-სუბიექტი მხარს ძიძიგურს დაუჭერს, ალასანია აშკარად წაგებული და თამაშგარე დარჩება.
პლუს ამას ნოღაიდელის ფინანსები და... მოსკოვის "კანდიდატურა" რიხინ-რიხინით გავა. მით უმეტეს, თავად ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ, რომ ნოღაიდელი ვინმეს მერის პოსტზე თვალის ასახვევად ჩასვამს და სინამდვილეში სეკვესტრა "კონსერვატორების" ძიძიგურს დაალობირებსო.
ოპოზიციის ფარული გეგმის განხორციელება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ივაჭრებს და რამდენს გაიღებს ნოღაიდელი, რამდენს - ქეშად და რამდენს - პოლიტიკური ინდულგენციების სახით.
ნოღაიდელის ფინანსები კი, გამორიცხული არაა, სწორედაც პრიმაკოვის ჯიბიდან მოდიოდეს. მართალია, ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავადაც არ აკლია ბიუჯეტიდან გამოხრული თანხები, თუმცა ნოღაიდელს მოსკოვური ფული მხოლოდ თავისთვის ხომ არ დასჭირდება?!
მოსკოვმა სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა გადაიბიროს. ქართული ოპოზიციის გულისკენ მიმავალი გზა კი კუჭზე გადის, ეს კუჭი კიდევ, მალე, შესაძლოა, რუსული ფულით გაივსოს.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100