სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილმა უკრაინის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვასილი ციბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გააქტიურებაზე, სამომავლო გეგმებსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა ვასილი ციბენკოს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ვასილი ციბენკოს, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 2009 წლის 10 ივნისიდან ქონდა დაკავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100