სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში კონკრეტული მიზნები მაქვს

"საქართველოში ჩემი მიზნები არის ძალიან კონკრეტული. საქართველოში ჩვენ დავიწყეთ დიდი მოძრაობა, რომელსაც გაგრძელება სჭირდება და მისი უკან დაბრუნება არ უნდა დავუშვათ," - აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის მოქმედი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებთან საუბრისას.

ეს განცხადება მან წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, სადაც საუბარი იყო იმაზე, "სააკაშვილის პოლიტიკური ბედი წყდება თუ არა უკრაინაში".

"ჩემი პოლიტიკური ბედი წყალსაც წაუღია," - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მომავალი კი ნამდვილად არის დაკავშირებული უკრაინის პოლიტიკასთან.

"გვინდა თუ არა ამის აღიარება, საქართველოს მომავალიც დაკავშირებულია უკრაინის მომავალთან," - ამბობს სააკაშვილი.

ამასთან, ის იმასაც ამბობ, რომ ახლა "ქართველი ხალხი ძალიან სწორ განწყობაზეა ახლა, უბრალოდ, სჭირდება სწორი მიმარღულება".

"მე ინტუიციურად არასოდეს არ შემშლია. 2012 წელს ჩვენ ყველა გამოკითხვით ვიგებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით და ახლა რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ," - ამბობს სააკაშვილი.

ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

Posted by Rustavi 2 on 2016 წლის 21 თებერვალი, კვირა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100