სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა ჩაპმანის ჯაშუშობა ბლეფი აღმოჩნდა?

რუსულმა სასამართლომ ყოფილ მზვერავს ალექსანდრე პოტეევს განაჩენი გამოუტანა. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც ერთი წლის წინ, აშშ–ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს რუსული ჯაშუშური ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გაცემულ აგენტთა შორის დღეს სახელგანთქმული, პოლიტიკოსად, მოდელად, ჟურნალისტად ქცეული სექს–ბომბა, ანა ჩაპმანიც აღმოჩნდა. ყოფილ პოლკოვნიკს კი, ჩაპმანის და მის თანამზრახველთა გაცემა 25 წლით თავისუფლების აღკვეთად, ჯარიმად, სამხედრო და სახელმწიფო წოდებების ჩამორთმევად დაუჯდა.

როგორც ცნობილია, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა, პოტეევის მიერ მონაცემების მიღების შემდეგ, რუსი აგენტები იმთავითვე არ დააპატიმრეს, ისინი დიდხანს აკვირდებოდნენ მათ, სწავლობდნენ რუსული სპეცსამსახურების ფორმებსა და მეთოდებს, მათი რადიოკავშირის საშუალებებს და დაფინანსების შესაძლებლობებს.

ამ ინფორმაციამ ჩაპმანის პერსონა საზოგადოებას კვლავ შეახსენა. ჯაშუშური სკანდალის, ფაქტობრივად, მთავარი მონაწილე, რომელმაც პოპულარობა, ძირითადად, მშვენიერი გარეგნობის წყალობით მიიპოვა და აგენტებს შორის ყველაზე ცნობადი სახე გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დღეს ექსპერტები თვლიან, რომ ჩაპმანი 21–ე საუკუნის ყველაზე ძლიერმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა, მასმედიამ და პიარმა გადააქცია გავლენიან ჯაშუშად.

ექსპერტები იხსენებენ ჩაპმანის ბიოგრაფიას: როდესაც ის რუსეთიდან ინგლისში გაემგზავრა და გათხოვდა. მაშინ ჯაშუში ამ საქმიანობისათვის სრულიად ახალგაზრდა იყო. არსებობს გარკვეული ასაკობრივი ზღვარი, რომელსაც სპეცსამსახურები აგენტების აყვანისას ითვალისწინებენ. ეს დაახლოებით 22 წელია. ჩაპმანი კი ვუნდერკინდის შთაბეჭდილებას მაინცდამიანც არ ტოვებს. თანაც აგენტს მინიმუმ 2–3 წელი მომზადება სჭირდება.

მოკლედ, ეს მომენტები, ჩაპმანთან დაკავშირებით, უკვე ეჭვს აჩენს, იყო თუ არა რეალურად ის ჯაშუში, თუ მისი ასეთი იმიჯი ვინმეს დასჭირდა და ხელოვნურად შეთხზა. თუმცა, კონკრეტულად ვის და რაში შეიძლებოდა წადგომოდა ჩაპმანის ძალით გაჯაშუშება, ამის თქმა ახლა ძალიან რთულია. ფაქტი კი ისაა, რომ ანა ჩაპმანს, ბიოგრაფიის ასეთი განვითარების წყალობით, ძალიან გაუმართლა. ის არ ჰგავს გოგონას, რომელიც ჩანთების და კაბების მოდელებზე მეტად ,ამერიკული თვითმფრინავების და რაკეტების მოდელებით არის დაინტერესებული და მათში ერკვევა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია სექსუალური ჯაშუშის ჰოლივუდური იმიჯის მყარად დამკვიდრებისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100