სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის ბოლო იმედი – ქალები

მუამარ კადაფი დანებებას არ აპირებს და ევროპაში ბრძოლის გადატანით იმუქრება, მისი უკანასკნელი იმედი ამ საქმეში კი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქალები არიან. იმის გარდა, რომ კადაფიმ გუშინ თავის მომხრე ქალებს არმიაში მასობრივი წასვლისა და იარაღის გამოყენების სესწავლისკენ მოუწოდა, ირკვევა, რომ ლიბიაში ქალების საწვრთნელი ბაზაც არსებობს.

ეს ბაზა ჩრდილო–დასავლეთში, ტრიპოლთან ახლოს, ქალაქ ბენ–ვალიდში მდებარეობს.

როგორც ერთ–ერთმა ქალბატონმა, 40 წლის ფატიმა მასუდიმ CNN–ს განუცხადა, ის ყოველ დღე, დღის 4 საათზე სამსახურიდან საწვრთნელ ბაზაზე მატარებლით მიემგზავრება, რათა სამხედრო სწავლებებს დაესწროს.

ძნელია იმის თქმა, ბატალიონში რამდენი სუსტი სქესის წარმომადგენელი ირიცხება, თუმცა, ბატალიონის პირველი კურსდამთავრებულები უკვე მედგრად იბრძვიან კადაფის არმიაში.

მიუხედავად ამისა, ნატო–ს არც კადაფის მუქარა აშინებს და არც მისი ბატალიონის ქალები. წინა ღამეს ალიანსის ბობმდამშენებმა ტრიპოლის მთავრობის სახლი დაბომბეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100