სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარჩემაშვილის შავი ლაქა და კომენტარი წლების შემდეგ - კახი ასათიანის მკვლელობის საქმე

ვინ და რატომ მოკლა 14 წლის წინ, ცნობილი ფეხბურთელი, „აირზენას“ მოწილე და სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახი ასათიანი - ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია. პოლიციისა და პროკურატურის არასწორი, არასაკმარისი და ზერელე გამოძიების გამო, ვერც ასათიანის მკვლელობის შემკვეთს აგებინეს პასუხი და ვერც - შემსრულებელს. არადა, მკვლელობას უამრავი მოწმე შეესწრო...

ქრონოლოგია: 2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის კუთვნილი ავტომანქანავაკეში - აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის სახლთან გაჩერდა.

მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმეწუთში კი, მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატიდან 16-ჯერ ესროლა.

კახი ასათიანს 16-დან 7 ტყვია მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელი კი, BMW-ს მარკისავტომანქანაში ჩაჯდა და მიიმალა...

მკვლელი დაახლოვებით ათამდე მოწმემ დაინახა, რადგან გასროლამდე რამდენიმე წამით ადრე, გზისმოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ...

თუმცა, შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულებისრაზმი რატომღაც დაგვიანებით მივიდა. მიუხედავად ამისა, მოწმეთა აქტიურობით, პოლიციას უკვე ჰქონდა მკვლელის აღწერილობა, რომელიც არც კი გამოქვეყნებულა.

როგორ წარიმართა გამოძიება?

ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობის დროს, შს მინისტრი ქართული ოცნების დღევანდელი ფავორიტი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, კობა ნარჩემაშვილი იყო...

სწორედ პოლიციაზე და კონკრეტულად, ნარჩემაშვილზე იყო დამოკიდებული ასათიანის მკვლელობის შესახებ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებებისა და ოპერატიული ინფორმაციის მოძიება...

შემთხვევის ადგილზე პოლიციელთა რაზმების დაგვიანებამ კი, მკვლელს გაუჩინარების საშუალება მისცა...

მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა რომ იცოდა ეჭვმიტანილის ვინაობა და ჰქონდა მისი აღწერილობა. პროკურატურის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ რომ ასათიანის მკვლელობა ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდებოდა, თუმცა, საქმე წინ არ წასულა...

ასათიანის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა, რადგან სავარაუდოდ, მაშინდელ სამართალდამცველებს არ ენდობოდა. მეტიც, ასათიანის გარემოცვა თვლიდა რომ პოლიცია მკვლელსა და მკვლელობის შემკვეთს ხელს აფარებდა...

კახი ასათიანი 1990-2000 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტისთავმჯდომარე იყო. ის დიდი გავლენით სარგებლობდა სახელისუფლებო და ბიზნესწრეებში.

სპორტის დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ ასათიანმა "აირზენას" აქციების ნაწილი შეისყიდა.მოგვიანებით კი, "აირზენას" კუთვნილი თანხები რომ დაებრუნებინა, ხმაურიან გარჩევებსაც არერიდებოდა, რადგან კომპანიაში ფინანსური კრიზისო დაიწყო.

მაშინ, ავიაბიზნესი „ფულის საჭრელ მანქანად“ აღიქმებოდა და ბიზნესმენების გარდა, ძალოვნებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა.

მნიშვნელოვანი დეტალი: ასათიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, "აირზენას" გენ-დირექტორის, თამაზ გაიაშვილის მკვლელობა სცადეს.

კერძოდ: 2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის 23.30 საათზე, აეროპორტის დასახლებაში, 39-ე კორპუსისსადარბაზოსთან გაიაშვილის მანქანას სამი ტყვია ესროლეს, მათ შორის ორი - საკონტროლო იყო.

გაიაშვილი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან იმ სარამოს მის კუთვნილ მანქანას დისშვილი,27 წლის დათო ბახტაძე მართავდა, რომელიც ქილერის ტყვიას შეეწირა.

ვინ არის ასათიანის მკვლელობის შემკვეთი?

ეს კითხვა, ცხადია, 14 წლის შემდეგაც აქტუალურია, 2002 წელს, ბიზნესინტერესების გამო სასიკვდილოდ გამეტებული კახი ასათიანის საქმე კი - დღემდე გაუხსნელი.

ძალოვნების ინდიფერენტულობის გამო თუ პირიქით - მათი ჩარევით, ცნობილი ფეხბურთელის გახმაურებული მკვლელობა „თაროზე შემოდეს“.

შს იმდროინდელმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა, რომელიც ახლა პოლიტიკაში დაბრუნებას ქართული ოცნების სახელის გამოყენებით ცდილობს, ასათიანის მკვლელსა და მკვლელობის შემკვეთს პასუხი ვერ აგებინა.

რატომ ვერ დააკავეს ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე და მფარველობდა თუ არა, მკვლელსა და მკვლელობის შემკვეთს პოლიცია, ამის შესახებ კობა ნარჩემაშვილი პირველად საუბრობს, წლების შემდეგ...

დრონი.ჯი: ბატონო კობა, 2002 წლის 20 ნოემბერს - თქვენი მინისტრობის დროს მოკლეს კახი ასათიანი, რატომ ვერ მოხერხდა ამ საქმის გამოძიება და მკვლელის ცხელ კვალზე დაკავება?

კობა ნარჩემაშვილი: სამწუხაროდ, ხდება ხოლმე რომ ყველა საქმის გამოიძიება ვერ ხერხდება. ასეთი შემთხვევა ბევრი ყოფილა. თუმცა მაშინაც, სანამ მე ვიყავი შსს-ს მინისტრი, უამრავი ვერისა იყო ამ მკვლელობაზე.

იმჟამად, ეს საქმე წარმოებაში ჰქონდა გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ამ საქმეს არ ვიძიებდით. შსს ოპერატიულად ემსახურებოდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. თუმცა, დამნაშავის დადგენა, რასაკვირველია, შსს-ს კომპეტენციაც იყო.

- ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა და მკვლელს სერიოზული მფარველი ჰყავდა...

- რაც შეეხება ვერსიებს, ბევრი ვერსია შევისწავლეთ. ფაქტი მოხდა შებინდებისას. თავიდან თითქოს დავადგინეთ ეჭვმიტანილის მანქანა რა მარშრუტით გადაადგილდებოდა. თუმცა, ბოლოს აღმოჩნდა რომ ის მანქანა სხვა ნომრებით გადაადგილდებოდა...

- ვრცელდებოდა ვერსიაც რომ მკვლელს პოლიცია მფარველობდა და ამიტომაც ვერ მოხდა ეჭვმიტანილის ცხელ კვალზე დაკავება...

- არ ვიცი მე ეს ვერსია. შეიძლება ბევრმა ბევრი რამე თქვას, მაგრამ ყველას ხომ არ უნდა დავუჯეროთ?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100