სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვიმედოვნებ, სასამართლო "ცენტრისტებთან" დაკავშირებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს"

ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ცენტრისტების" წინასაარჩევნო რეკლამა საფრთხის შემცველია. მდინარაძე იმედვნებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის ობიექტური განხილვა მოხდება და შესაბამისად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. "საფრთხის შემცველია განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ანტისახელმწიფოებრიობისკენ და საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღდეგოდ. ჩემი აზრით, ეს გამომდინარეობს მათი პიარსტრატეგიიდან, რომ 0%-იანი რეიტინგის პარტიებმა ჯერ აწიონ თემა და მერე მსგავსმა პარტიებმა უპასუხონ. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო გუნდის წევრები, როდესაც ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, ამჯერად მაინც იქნება სასამართლოს უმრავლესობა ობიექტური და ისინი გამოიტანენ სამართლიან გადაწყვეტილებას",- აცხადებს "პირWელთან" საუბრისას მდინარაძე. რაც შეეეხება ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ბრალდებას, თითქოს "ცენტრისტების" მიერ გამოქვეყნებული მსგავსი ვიდეორგოლი ხელისუფლების პრორუსულობის მანიშნებელია, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ იმ პარტიების პრობლემაა, ვინც ამას აცხადებს, რადგან სახელისუფლებო პარტიასთან მიმართებით მსგავსი შინაარსის კითხვის ნიშნის დასმაც კი არ შეიძლება. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის "ცენტრისტების" სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას - 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ მისი ეთერში გაშვება შეაჩერა.(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100