სანდრა რულოვსი ფოთის მოსახლეობას შეხვდა

სანდრა რულოვსი, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატთან ბექა ბასილაიასთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. ყოფილმა პირველმა ლედიმ ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმები გააცნო.

"ბექა ბასილაიას მხარდასაჭერად ფოთში ჩავედი და ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით. უმუშევრობა, მძიმე სოციალური პირობები, სიდუხჭირე... აქ პრობლემები მრავლადაა და სწორედ ამიტომაა საჭირო ბექასნაირი ჭკვიანი, ორგანიზებული, ოპერატიული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი.

მადლობას ვუხდი ფოთელებს გულთბილი დახვედრისთვის. მალე ყველა სირთულეს უკან მოვიტოვებთ და ერთად ვივლით გამარჯვებისკენ!" - ნათქვამია სანდრა რულოვსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარი