სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლა სარკოზი სილვიო ბერლუსკონიმ "ჩაუშვა"

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის არც თუ კარგი დღე დაუდგა. ჯერ ერთი, მისი პოტენციური ოპონენტი – მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს კანი შესაძლოა გაამართლონ და წაყენებული ბრალდება მოუხსნან (სასტუმროს თანაშრომლეზე ძალადობა), მეორე კი, სარკოზი სილვიო ბერლუსკონიმ ,,ჩაუშვა”, როდესაც განაცხადა, ლიბიის ომის ინიციატორი საფრანგეთიაო.

აქამდე თუ არაოფიციალურად საუბრობდნენ, რომ საფრანგეთი ლიბიის ამბოხებულებს აკონტროლებს, ამის შესახებ განცხადება უკვე ოფიციალურად გაკეთდა.

ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინეტრვიუში ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟმა, საიფ ალ-ისლამ კადაფმა განაცხადა, რომ ე.წ. ლიბიის ოპოზიცია არაფერია, თუ არა საფრანგეთის მარიონეტი და რომ ოფიციალური ტრიპოლი მოლაპარაკებას არა ამბოხებულებთან, არამედ საფრანგეთთან მართავს.

,,სიმართლე ის არის, რომ ჩვენ მოლაპრაკებას საფრანგეთთან ვმართავთ და არა ლიბიელ ამბოხებულებთან. ნიკოლა სარკოზიმ ჩვენს წარმომადგენელს გასაგებად უთხრა, რომ სამოქალაქო ომი ლიბიაში მისი პროვოცირებულია. ვახდენ სარკოზის ნათქვამის ციტირებას: ,,ეს ჩვენ შევქმენით საბჭო (ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო). ჩვენი მხარდაჭერის, ფულისა და იარაღის გარეში ის ერთი წამითაც ვერ იარსებებდა. საფრანგეთის პოზიცია ასეთია: როცა ტრიპოლთან მოლაპარაკებას მივაღწევთ, საბჭოს ვაიძულებთ ბენღაზაში ცეცხლი შეწყვიტოს.” განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიბიის ოპოზიცია საფრანგეთის მარიონეტია,”- განაცხადა საიფ ალ-ისლამ კადაფმა.

მუამარ კადაფის ვაჟის ამ სიტყვებში გასაკვირი ალბათ არაფერია, რადგან საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოს უფლებამოსილება ცნო. თან, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები კადაფის წინააღმდეგ დაწყებულ ნატო-ს ოპერაციებში აქტიურად არიან ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, საფრანგეთის ხელისუფლება პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს და მოხსენება გააკეთოს, ლიბიის კამპანიაში მონაწილეობის შესახებ. ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველაზე არაკომფორტულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

თავად საფრანგეთის ხელისუფლებაშიც განხეთქილებაა. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მუამარ კადაფის წინააღმდეგ განხორცილებული კამპანია საფრანგეთს 160 მლნ. ევრო დაუჯდა.

,,ლიბიის ლიდერის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია საფრნგეთს 160 მლნ. ევრო დაუჯდა, მაშინ როცა, თავად საფრანგეთის არმიეს ბიუჯეტი 40 მლნ. ევროა. განა შეიძლება ქვეყანამ თავს უფლება მისცეს ამხელა თანხა დახარჯოს?”- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

მიუხედავად მილიონობით ევროს დახარჯვისა და დიდი ძალისხმევისა, საფრანგეთს საქმე მაინც ცუდად მისდის. მათ მიერ დაფინანსებულმა ამბოხებულებმა მაუამარ კადაფი ვერ დაამარცხეს. საფრანგეთი აშკარა დათმობაზე მიდის და ამას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებიც ადასტურებს. ჟერარ ლონგეს თქმით, თუ ლიბიელები ერთმანეთში მორიგდებიან და დიალოგზე წავლენ, ლიბიის წინააღმდეგ იერიშები შეწყდება.

,,ჩვენ, ნატო, ლიბიის დაბომბვას შევწყვეტთ, თუ ლიბიელი ხალხი ერთმანეთში მორიგდება და დიალოგზე წავა. აუცილებელია ორივე მხარის ჯარისკაცები საკუთარ ყაზარმებში დაბრუნდნენ. ჩვენ გვინდა ლიბიელებს ვუთხრათ, რომ ძალის გამოყენებით კონფლიქტი არ გადაიჭრება,”- განცხადა საფრანგთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი მზად არის კადფს მისცეს გარანტიები, თუ ის თავის პოსტს დატოვებს. თუ ეს ასე მოხდება, საფრანგეთი პირობას დებს, რომ კადაფისა და მისი ოჯახის წევრების გაყინულ ანგარიშებს ,,გაალღობს” და თავად პოლკოვნიკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას შეაჩერებს.

აღნიშნულ შეთავაზებას დადებითად შეხვდა ,,ლომივით მებრძოლი” კადაფი. დაველოდოთ, შესაძლოა მალე კადაფი მართლა გადადგეს და ლიბიის სამოქალაქო ომიც ისტორიის საკუთრება გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100