სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთა ხაბარელი მარტყოფის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ მარტყოფის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა სიმბოლურად, სოფლის საჭიდაო მოედანზე გაიმართა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საუბრის დაწყებისას გულწრფელად აღნიშნა მისი საკმაოდ თბილი დამოკიდებულება ამ სოფლისადმი.

„მთელი ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად სპორტში გავატარე, ეს სოფელი არის სპორტული სოფელი, თქვენ გყავთ მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, ამ სოფელს ყავდა უდიდესი პიროვნება, ბატონი ოთარი შინჯიკაშვილი, ეს ისტორიული სოფელი მე ძალიან მიყვარს“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა.

შეხვედრაზე, რომელმაც დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, დეპუტატობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მოსახლეობის თხოვნებსა და პრობლემებს. შოთა ხაბარელმა ადგილობრივებს მოუწოდა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

მოსახლეობამ შოთა ხაბარელს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100