სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე გენერალ კვინიტაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქ. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე გენერალ კვინიტაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩეველს სამოქმედო გეგმა გააცნეს და მათგან უბანში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივებმა მაჟორიტარ კანდიდატებს 99-ე უბანში არსებული მდგომარეობა გააცნეს.

"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მიზანია იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სწრაფ განვითარებაზე.

ჩვენი მთავარი საზრუნავია მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რისთვისაც 2012 წლის შემდგომ აქტიურად ვახორციელებთ სხვადსხვა სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ის რის გაკეთებასაც ჩვენ შემდგომ 4 წელიწადში ვაპირებთ გამომდინარეობს თქვენი ლეგიტიმური მოთხოვნებიდან გამომდინარე". განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძემ

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100