სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კომენტარი პარტიის პროპორციულ სიასთან დაკავშირებით:

ჩვენ გუშინ მოგეხსენებათ წარვადგინეთ ჩვენი განახლებული სია ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენს სიაში წარმოდგენილი არიან უკიდურესად ღირსეული ადამიანები და ეს სია გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების ამ არჩევნებში. სხვადასხვა პრინციპით არიან შერჩეული ადამიანები ჩვენს სიაში. ჩვენ არაერთგზის ვთქვით ამ პროცესში, რომ განვაახლებდით სიას ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით მოგეხსენებათ გამოცდილებაზე, კვალიფიკიაცასა და სუფთა წარსულზე. სწორედ ამ ნიშნებით შეირჩნენის ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი ჩვენს სიაში. გარდა ამისა, სხვადასხვა ფაქტორი გავითვალისწინეთ. მაგალითად, ხედავთ, რომ მრავლად არიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და მათი ინტერესები იქნება სათანადოდ დაცული საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სხვადასხვა სოციალური სეგმენტი არის წარმოდგენილი და ა.შ. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა ობიექტური კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმების საფუძველზე შევადგინეთ ჩვენი პარტიული სია, ასევე, მაჟორიტარების სია და ეს სია გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების ამ არჩევნებში.

მაჟორიტარული სიის დალაგებისას ასევე ვიხელმძღვანელეთ კონკრეტული პრინციპით. ჩვენ არ ვაპირებთ მაჟორიტარული არჩევნების წაგებას. არცერთ ჩვენს მაჟორიტარს არ ჰყავს რეალური კონკურენტი, ისინი აუცილებლად მოიგებენ თავის არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ძირითად სიაში, პირველ ორმოცდაათეულში წარმოდგენილი არიან მხოლოდ არა მაჟორიტარები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მაჟორიტარია, რომელიც დაამშვენებდა თუნდაც პირველ ათეულს, ოცეულს, ოცდაათეულს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პრინპიცი ავიღეთ. პირველ ორმოცდაათეულში მაჟორიტარები არ არიან წარმოდგენილები, თუმცა ისინი აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში ოქტომბრის შემდეგ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100