სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოცნების" დახურული შეხვედრის ჩანაწერი - კახა კალაძის თხოვნა თუ მოთხოვნა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე სავარაუდოდ, ზუგდიდის შტაბის წევრებს მოუწოდებს, მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის, რომ შესაძლო პროვოკაციები თავიდან აირიდონ. სოციალურ ქსელში შეხვედრის ჩანაწერი ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ პარტიის გენერალური მდივანი შტაბის წევრებს სთხოვს, აღნიშნული ინფორმაცია გადასცენ ყველას და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ. "რაც შეეხება პროვოკაციებს, როგორც გინდათ ისე მიიღეთ - თხოვნად თუ მოთხოვნად ცენტრალური შტაბისგან, რომ მაქსიმალურად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავირიდოთ ეს ყველაფერი. არ შეხვიდეთ დაპირისპირებაში, ძალადობაში, რადგან ეს ყველაფერი მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. ზუსტად ეგ უნდათ მათ და ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ეს შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენონ. ჩემი თხოვნა იქნება, ყველას გადავცეთ, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ. ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას, იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს დაგეგმილი და იმ კეთილდღეობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის ყველაფერი როდესაც ხელკეტებით, ქვებით დაგვსდევდნენ და ჩვენდა საუბედუროდ, ეს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იგივე მეთოდით ვებრძოლოთ განსხვავებულ აზრს, ჩვენს ოპონენტებს. ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ასეთი მეთოდები არასოდეს დაბრუნდეს. სწორედ იმიტომ აგვირჩიეს, რომ რეფორმები განვახორციელოთ",- აცხადებს კახა კალაძე. (R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100