რამდენი მილიონი ჩამოიტანა ლევან გაჩეჩილაძემ, ვინ არის ოპოზიციის ახალი “ფულის ტომარა” და რატომ აფინანსებს ოპოზიციას?

რას ითხოვს დაფინანსების სანაცვლოდ და ხომ არ არის დამფინანსებელი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული? ნებისმიერ ისეთ ქვეყანაში, სადაც ფეხებზე არ ჰკიდიათ თავიანთი სახელმწიფოს ინტერესები, ოპოზიციის ლიდერის ასეთი საეჭვო განცხადება გამოძიების საგანი გახდებოდა. თავად საზოგადოება მოითხოვდა საჯაროდ განეცხადებინა ოპოზიციის ლიდერს, ფინანსების, დამფინანსებლის წარმომავლობისა და “ქველმოქმედის” პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. ლეგალური ფინანსური ოპერაციები საჯარო ინფორმაციაა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. მიუხედავად ამისა, ბატონი უფროსი “გრეჩიხა” გვპირდება, რომ დამფინანსებლის ვინაობას ვერ გაგვიმხელს. თუ გაჩეჩილაძე “ფულის ტომარას” სახელსა და გვარს არ ასახელებს, გამოდის, რომ მის მიერ ნაშოვნი ფული საქართველოში არალეგალურად უნდა შემოვიდეს?
ეჭვი, რადიკალთა საპროტესტო აქციების საეჭვო დაფინანსებაზე ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც პრესაში ლევან გაჩეჩილაძისა და ბორის ბერეზოვსკის შეხვედრის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია.
მაშინ, გაჩეჩილაძე, ბერეზოვსკისთან ფინანსურ კავშირს კატეგორიულად უარყოფთა და აცხადებდა, რომ “ყველაფერი ჟურნალისტებმა მოიგონეს”. თუმცა, სამწუხაროდ, მისი არგუმენტები არც თუ ისე მყარი იყო...
ახლა კი, როგორც ჩანს, ბატონ გაჩეჩილაძეს შეეშინდა მისი მორიგი “ფინანსური რევერანსის” თაობაზე პირველად კვლავ პრესით არ გახმაურებულიყო და, ამიტომ, თავად თქვა ის, რაც თქვა, მაგრამ საუბედუროდ, ბოლომდე არ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა.
მაინც ვინ შეიძლება იყოს ის “დედა ტერეზა”, რომელიც ასე წუხს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე და იმაზე, რომ ოპოზიციას ფული აღარ აქვს?
უცხოეთში ბევრი ქართველი მილიონერ-მილიარდელია. მათი უმრავლესობა ორივე ხელით რუსეთის ეკონომიკასთან, კრემლთან და სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებულნი.
“დრონი.ჯი” იმას არ ამტკიცებს, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან, მხოლოდ იმას ვუსვამთ ხაზს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების დიდ ნაწილს, მილიონები ან რუსეთში აქვთ ნაშოვნი ან მათი ბიზნეს-მოკავშირეები კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენები არიან.
შს ექს-მინისტრ კახა თარგამაძისა და ლევან გაჩეჩილაძის ურთიერთობა წლებს ითვლის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პერსპექტიული ახალგაზრდა ლევან გაჩეჩილაძე ნიკო ლეკიშვილმა კახა თარგამაძეს დააკავშირა, შს მაშინდელი მინისტრი, უფროს გრეჩიხას, განიხილავდა როგორც ერთ-ერთ პაიკს, მის პოლიტიკურად ჩახლართულ საჭადრაკო დაფაზე.
მოგვიანებით, მაშ შემდეგ, რაც “უხილავი ხელის დახმარებით”, ახალგაზრდებმა – ლევან გაჩეჩილაძემ და დავით გამყრელიძემ საკმაოდ დიდი ფინანსური კაპიტალი დააგროვეს, დაიბადა იდეა, პოლიტიკური პარტიის – “ახალი მემარჯვენეების” შექმის შესახებ.
იდეის ავტორი იყო მუდამ ჩრდილში მყოფი პოლიტიკოს-ბიზნესმენი, ნიკო ლეკიშვილი, იდეის მხარდამჭერი იყო მუდამ ოდიოზური კახა თარგამაძე, ხოლო იდეის განმახორციელებლები - გაჩეჩილაძე და გამყრელიძე.
რა თქმა უნდა, ძნელია ამტკიცო ის, რომ რადიკალთა აქციების დაფინანსება ახლა კახა თარგამაძემ აიღო თავის თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თარგამაძე უცხოეთს ხშირად სტუმრობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ბერეზოვსკის მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო მესამე პირის დახმარებით ეწარმოებინა მოლაპარაკება გაჩეჩილაძესთან...
თუმცა, იქამდე, ვიდრე “გრეჩიხა” უფროსი, თავად არ დაასახელებს “დედა ტერეზას” ვინაობას, საჯაროდ არ იტყვის თუ ვინაა ის პიროვნება, ვინც ფულს იხდის არეულობაში, ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებაში, საზოგადოებას ექნება ლეგალური უფლება, გამოთქვას ეჭვი, ლევან გაჩეჩილაძის “ფინანსურ ტურნესთან” დაკავშირებით.

კომენტარი