სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ ბაგინეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში სოფელ ბაგინეთში გარსევანიშვილების ოთხ სულიან ოჯახს ესტუმრა. მაია გარსევანიშვილის განმარტებით 12 წელია რაც მათი ოჯახი მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება, მათი ერთადერთი შემოსავალი სოცალური დახმარებაა, რაც თავისთავად საკმარისი არაა. მმართველი გუნდის კანდიდატმა ოჯახის უფროსის პრობლემები მოისმინა და დახმარება აღუთქვა:

–„აუცილებელია თვითმმართველობამ იზრუნოს ამ ადამიანებზე და გამოუნახოს ფართი სადაც ღამის გათევას შეძლებენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური პირობები, რადგან ეზრდებათ შვილები, რომლებმაც უნდა მიიღონ განათლება და გახდნენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები.“ განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ ბაგინეთში სტუმრობისას.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100