დავით სერგეენკო - „რეალურად არჩილმა ჩაუყარა საფუძველი მართლაც და უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას”

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ლიხაურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სექტორებზე ისაუბრეს.

მინისტრმა დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. „ჩემი დამსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მინიმალურია. ეს არის მთავრობის ერთიანი ძალისხმევის შედეგი და მთავარი პრიორიტეტი და ასე დარჩება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. არჩილი ძალიან თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს, როცა მასზე საუბრობენ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენთვის ყველასთვის მართლაც და უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით სერგეენკომ.

(რეკლამა)

კომენტარი