სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ჭოპორტში ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

რეგიონში ინოვაციების ცენტრის გახსნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღოს ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის მიმართულებით. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით.

ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებებზე ტრეინინგების ჩატარება. „ინოვაციების ცენტრში დაგეგმილი აქტივობები საშუალებას მისცემს მოსახლეობას მიიღოს ცოდნა მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზარზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100