თამაზ ნავერიანმა და რუსლან გაჯიევმა მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრები გამართეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი მარნეულის რესურს-ცენტრის თანამშრომლებსა და სკოლების მასწავლებლებს შეხვდნენ.

დეპუტატობის კანდიდატებმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და საგანმანათლებო სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე პედაგოგების მხრიდან კითხვებიც დაისვა, რაზეც მაჟორიტარობის კანდიდატებმა უპასუხეს. დღესვე თამაზ ნავერიანმა შეხვედრები გამართა სოფელ ჩანახჩში, მარეთში, გიულბახსა და ცოფში.

(რეკლამა)

კომენტარი