უახლოეს მომავალში დაიწყება ამ პროექტის გაფართოება, დღეს, ძალიან ბედნიერი ვარ - კახა კალაძე

შიდა ქართლში, ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლი" ამუშავდა. ელექტროსადგურის გახსნას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კახა კალაძე დაესწრო.

კალაძის თქმით, ელექტროსადგური უახლოეს დღეებში დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას.

"მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, რადგან პირველი პროექტი, ქარის ელექტროსადგურისა, რომლის განხორციელება დავიწყეთ, არის დასრულებული. უახლოეს მომავალში, დაიწყება ამ პროექტის კიდევ უფრო გაფართოება, განვითარება.

ელექტროსადგური უახლოეს დღეებში დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, არის ტესტირების რეჟიმში. ძალიან მალე, ჩვენი ქვენის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ ულამაზესი პროექტიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მიიღოს და მოიხმაროს.

მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას და ხელს შევუწყობთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო გავზარდოთ შესაძლებლობა ასეთი პროექტების", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლი" ამუშავდა.

(რეკლამა)

კომენტარი