სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვა" - ბიძინა ივანიშვილი

თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

ივანიშვილმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს „დაბნეული ხალხის ნაცვლად დღეს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ჰყავს“.

„მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ და რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. 5 წლის წინ დავიწყეთ ჩვენ და გავიხსენოთ როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. მე არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო და პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა ჩვენს საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია.

საქართველოს დღეს ნაცვლად გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ დღეს გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება, თქვენ გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, გენიალური ლიდერი, კაცი, რომელიც არათუ პატიოსნებაზე, ზნეობაზე დებს პრეტენზიას და აქვს ამის ყველანაირი საფუძველი.

მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. განსაკუთრებით მათ მინდა მოვეფერო, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, ისინი არ შემცდარან - არაფერი წაგიგიათ და არ შემცდარხართ. თქვენ ნამდვილად სწორი მიმართულებით მიგყავთ ქვეყანა. თქვენ დღეს გააკეთეთ ძალიან ღირსეული არჩევანი. თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით. გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორი მიმართულებით განვითარდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ვიდეო იხილეთ აქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100