სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სონღულაშვილი - სწრაფ განვითარებას ინფრასტრუქტურის მოგვარებით დავიწყებთ

20 ოქტომბერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფლების გურჯაანისა და ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან ერთად პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატობის კანდიდატმა სოფლებში განხორციელებული პროექტებიც გააცნო მოსახლეობას და ტრადიციულად მათ შეკითხვებსაც უპასუხა

„გურჯაანში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოგვარებაც მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის. გაცილებით მეტის გაკეთება შემდეგ 4 წელში უნდა შევძლოთ,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ზემო კაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზეც ძირითადი აქცენტები სოფელში არსებულ ინფრასტრუქტრულ პრობლემებზე დაისვა. დავით სონღულაშვილის თქმით, მომავალ წელს დასრულდება ცენტრალური გზის მოასფალტება, სკოლისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან და ვიმედოვნებთ სისტემატიურ ხასიათსაც მიიღებს. კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აუცილებელია, რადგან ჩვენც ვიცოდეთ რას აკეთებს ხელისუფლება და მათაც ჩვენი საკითხები დროულად მივაწოდოთ,“- აღნიშნა გივი არუთინაშვილმა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100