სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: აძვის, ახალუბნის, ქვემო არცევის, ქვეშისა და ჯარიაშენის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ და საქართველოს უკეთესი მომავლის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. „მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ჩვენ წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის და სულ მოკლე დროში ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. 8 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო დემოკრატიის ნიმუში.

ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დემოკრატიის ხარისხი კვლავ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს და თითოეული ამომრჩევლის ხმა სათანადოდ იქნება დაცული“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა. „დღეს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მკვეთრად შემცირდა უმუშევართა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი და რაც ყველაზე მთავარია- სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის სიტყვისა და აზრის თავისუფლებას.

2020 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უკეთეს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პრობლემები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”,-აღნიშნა „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100