დავით სონღულაშვილი: ბაკურციხე ტურისტული და საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი 21 ოქტომბერს, სოფელ ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდა და კარდაკარ რადენიმე ოჯახიც მოინახულა. ბაკურციხელებს ძირითადად ინფრასტრუქტურული, სოციალური და ენერგეტიკული პრობლემები აწუხებთ. სოფლის ნაწილს არ აქვს კეთილმოწყობილი გზა და არ მიეწოდება სტაბილური ელექტროენერგია. შეხვედრებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხნენ. ყოფილ ბენეფიციარებს მიაჩნიათ, რომ სოციალური დახმარება არასამართლიანად მოუხსნეს და მათი საქმეების გადახედვას ითხოვენ. დავით სონღულაშვილი მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. კანდიდატმა ბაკურციხელებს სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. „ბაკურციხეს უდიდესი პოტენციალი აქვს რაიონში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოდ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. მოსახლეობის აზრით, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი სტუმრობს თითოეული ადამიანის ოჯახს მათი პრობლემების მოსასმენად, ეს ნიშნავს, რომ პირადად საზოგადოებისგან მოისმენს ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს ხალხს. „სასიხარულოა, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი პირადად ეცნობა სოფლებში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ შეხვედრის ეს ფორმა ტრადიციულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნა ბაკურციხელმა ოთარ სამადაშვილმა. (რეკლამა)

კომენტარი