დავით სონღულაშვილი: ბაკურციხე ტურისტული და საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფელ ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდა და კარდაკარ რამდენიმე ოჯახი მოინახულა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაკურციხელების პრობლემები მოისმინა. ამასთან, მათ სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„ბაკურციხეს უდიდესი პოტენციალი აქვს რაიონში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოდ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მოსახლეობის აზრით, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი სტუმრობს თითოეული ადამიანის ოჯახს მათი პრობლემების მოსასმენად, ეს ნიშნავს, რომ პირადად საზოგადოებისგან მოისმენს ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს ხალხს.

„სასიხარულოა, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი პირადად ეცნობა სოფლებში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ შეხვედრის ეს ფორმა ტრადიციულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნა ბაკურციხელმა ოთარ სამადაშვილმა.

(რეკლამა)

კომენტარი