ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველა იმ დაპირებაზე, რომელსაც მოსახლეობას ვაძლევთ - ნინო წილოსანი

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო წილოსანის შეფასებით, პარლამენტში “ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, ცუდი არ არის.

წილოსანის განმარტებით, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, პარტიის მიერ მოსახლეობისთვის გაცემული დაპირებების დაუბრკოლებლად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

"არავინ მოგატყუოთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ცუდია. "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველა იმ დაპირებაზე, რომელსაც მოსახლეობას ვაძლევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ხელისშემშლელი ფაქტორები იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და განვახორციელოთ ისინი"- აღნიშნა წილოსანმა დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გურულ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ოპონენტებს სურთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არსებობდეს და საკანონმდებლო ორგანო ქმედუუნარო იყოს.

"წინა მთავრობაში იყო ბევრი განათლებული ადამიანი, მაგრამ ერთი ძალიან განმასხვავებელი ფაქტორი არის - ჩვენ ვართ კაცთმოყვარეები. "ქართული ოცნების" პროგრამა და საქმიანობა დაფუძნებულია ადამიანზე და ორიენტირებულია მისი უფლებების დაცვაზე"- განაცხადა წილოსანმა სტუდენტის კითხვის საპასუხოდ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, ნინო წილოსანი, სტუდენტებს ეროვნული ბიბლიოთეკაში შეხვდა.

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრაზე, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.

მოგვიანებით კი, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამასთან, აუდიენციისას, გაიმართა დისკუსია ლანჩხუთის და ჩოხატაურის პოტენციალზე, ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე.

(რეკლამა)

კომენტარი