დავით სონღულაშვილი - ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყობხელს ინიციატივების განხორციელებაში

23 ოქტომბერს, „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სამოქალაქო აქტივობებში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი, ახალგაზრდული მიმართულებით, გურჯაანში არსებული პრობლემების გაცნობა იყო. დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდებს, ამკუთხით მომავალში დაგეგმილი სიახლეები და თავისი ხედვები გააცნო.

შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ოლიმპიადისა და საერთაშორისო პროექტების გამარჯვებულები, ასევე სკოლებში არსებული სამოქალაქო კლუბის წევრები ესწრებოდნენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან ახალგაზრდებს ნაკლები ხელშეწყობა აქვთ. არ არსებობს კეთილი ნება და მხარდაჭერა სხვადასხვა პროექტებისა თუ აქტივობების განხორციელებაში. ახალგაზრდებს არ აქვთ ღია სივრცე, სადაც შეძლებენ შეიკრიბონ და დაგეგმონ სხვადასხვა ღონისძიებები. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სიახლეების შესახებაც ნაკლებად არიან ინფორმირებულნი. არსებული მდგომარეობის გამო, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამგურჯაანშისამუშაო პროცესი შეაჩერა.

„ჩემიდიდი სურვილია, გურჯაანში ახალგაზრდული გარემო მკვეთრად გაუმჯობესდეს. ძალიან მიხარია, რომ თქვენი სახით ასეთი აქტიური ახალგაზრდები ჰყავს გურჯაანს. გურჯაანი უნდა ვაქციოთ რეგიონალურ ცენტრად და ამაში თქვენი გვერდში დგომა მჭირდება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენნაირმა ახალგაზრდებმა ადგილზე შეძლოთ თვითრეალიზაცია. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელს თითოეულ თქვენგანს ჯანსაღი ინიციატივების განხორციელებაში,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დღესვე, დავით სონღულაშვილი ბარჯისხევის მოვაჭრეებსა და სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობასაც ესტუმრა. დეპუტატობის კანდიდატმა მათ სოფლისა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე ესაუბრა. დეპუტატობის კანდიდატმა, რამოდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახიც მოინახულა და არასამართლიანად მოხსნილი სოციალური დახმარების საკითხებით დაინტერესდა.

(რეკლამა)

კომენტარი