სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური ალიყური ხუნდაძეს: რაში გაიცვალა „ქართული ოცნების“ პარტიული ხმები მცხეთაში?

„დრონი.ჯი“-ის სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძემ პარტიული ხმები, ფაქტობრივად, პირადი ინტერესების სანაცვლოდ გაფლანგა.

ხუნდაძის მიერ პარტიული ხმების „ბარტერმა“ კი ის გამოიწვია რომ „ქართულმა ოცნებამ“, მცხეთის საარჩევნო ოლქში იმაზე ბევრად ნაკლები პარტიული ხმა აიღო, ვიდრე რეალურად იყო შესაძლებელი.

ასე მაგალითად: ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრამდე, ხუნდაძე ბურჯანაძისა და ალასანიას პარტიებს გაურიგდა და ასეთი წინადადება შესთავაზა: თუ მათი მხარდამჭერები, მას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ხმას მისცემდნენ, ხუნდაძის აქტივისტები ბურჯანაძე-ალასანიას პარტიებს დაუჭერდნენ მხარს.

ცხადია, დემოკრატიულ მოძრაობასა და თავისუფალ დემოკრატებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა ჰქონდათ, რაც არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა, ხუნდაძის არც თუ მორალური შეთავ აზება აწყობდათ.

ამიტომაც, გარიგება შედგა, რის გამოც ალასანიასა და ბურჯანაძის მომხრეების ნაწილი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის „ამომრჩევლები გახდა“.

მეტიც, ხუნდაძემ, ირაკლი ალასანიას, თავისუფალი დემოკრატების მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, პირადი კადრი, ვინმე კობა სვინტრაძეც დაანიშნინა, რომელიც გულითაც და გონებითაც, სინამდვილეში, ქართულ ოცნების წარმომადგენელია. თუმცა, მისი მცდელობა მაინც წარუმატებელი გამოდგა.

დიდი ალბათობით, სწორედ ამიტომ, 8 ოქტომბრის შემდეგ, ქართულ ოცნებაში ხმაურიანი გარჩევა შედგა, სადაც ხუნდაძის ფარული მოქმედებები გაშიფრეს და მას პოლიტიკური ალიყურიც უთავაზეს.

ამას დაემატა ისიც რომ ხუნდაძემ, წინასაარჩევნოდ, სხვა ოლქებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი მატერიალური რესურსი აითვისა პარტიის ცენტრალური ოფისიდან.

თუმცა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადმინისტრაციული, ფინანსური, პოლიციური, საარჩევნო და სამთავრობო ბერკეტების გათვალისწინებით, 40 პროცენტი ძლივს მოაგროვა და ისიც მთავარი კონკურენტის ასობით ბიულეტენის გაბათილებისა და ამომრჩეველთა ნაწილის გაბითურების ხარჯზე.

ამჟამად კი, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს მცხეთაში, პარტიულ ბოსებთან სერიოზული პრობლემები აქვს.

ქართულ ოცნებაში იციან რომ საკუთარი ინტერესების გადასარჩენად ბატონი დიმიტრი არაფერს მოერიდება.

თუმცა, მიუხედავად მისი მოინტრიგნო და მოდემაგოგო გაქანებისა, როგორც ჩანს, ვითარება კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.

ამბობენ რომ მცხეთელების გარდა, ხუნდაძის ხუშტური უკვე ყელში ამოუვიდათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტია ქართული ოცნებისა და მთავრობის პირველ პირებსაც, რომელთა დიდ ნაწილს, დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელთან საკმაოდ ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100