"უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, დღეს მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რისთვისაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

კალაძე ფიქრობს, რომ აუცილებელია ასევე იმაზე ფიქრი, როგორ დაბრუნდნენ საქართველოდან წასული მოქალაქეები ქვეყანაში.

"უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში და მათ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ზუსტად ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი, რომელსაც ხელძღვანელობს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, არის გარანტია იმისა, რომ პარტია "ქართულ ოცნება" ამბიციურ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს. ამისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რადგან ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთად დგომით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ქვეყანაში, რაიონში",- განაცხადა კალაძმე.

(რეკლამა)

კომენტარი