მარნეულში საარჩევნო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

მარნეულში საარჩევნო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. 50-ე უბანზე დაპირისპირების მიზეზი ამჯერად გახდა რიგითი ამომრჩეველი, რომელმაც კაბინაში ერთ-ერთი პარტიის სასარგებლოდ წარწერა გააკეთა. ამის შემდეგ საარჩევნო უბანზე დაიწყო ხმაური, თუმცა მედიის წარმომადგენლებს უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

მოგვიანებით, საარჩევნომ უბანი დატოვა კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც უკან შესვლა მას შემდეგ მოახერხა, რაც ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზება მოხდა.

საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ მოახერხეს ჟურნალისტებმაც საარჩევნო უბანზე შესვლა.

კომენტარი