რატომ ვერ შეჭამა ჟანგმა კახა თარგამაძე?

საშოვრიდან დაბრუნებული გრეჩიხა დიდხანს იქადნებოდა ევროპიდან წამოსულ ფულზე, რომელიც `კაპიკ-კაპიკ~ უნდა მოხმარებოდა ოპოზიციას.
როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც "დრონი.ჯი" წერდა, ის ევროპა რუსეთი აღმოჩნდა, დამფინანსებელი კი - კახა თარგამაძე. დღეს თარგამაძე ირწმუნება, რომ მისი ბიზნესი ქართული ოპოზიციის დაფინანსებას ვერ გასწვდება, რადგან ამ ეკონომიკური კრიზისის დროს, მას ამდენი ფული არ აქვს. თარგამაძეს შეიძლება მთლად “ამდენი” ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მისი `სპეცსამსახურეობრივი~ კონტაქტები რუსეთში, ნამდვილად იძლევა დამატებითი წყაროების მოძიების საშუალებას.
ოპოზიცია რომ შეიძლება ფულის დანახვაზე რუსეთს კი არა ეშმაკსაც შეეკრას, გასაგებია, მაგრამ რამ გააბრიყვა დავით გამყრელიძე, რომელიც შეძლებისდაგვარად გაწონასწორებული პოლიტიკოსის იმიჯს ირგებდა ყოველთვის? როგორც ეტყობა, გამყრელიძე და გაჩეჩილაძე მაინც ვერ გამოვიდნენ “ახალგაზრდობის კომპლექსებიდან” და ბოლომდე თარგამაძის “ბიჭებად” დარჩნენ. ბოლოსდაბოლოს, ორივე მათგანის ბიზნესისთვის სასათბურე პირობების შექმნა სწორედ შევარდნაძის შს მინისტრის დამსახურება იყო. სადაზღვევო კომპანია “ალდაგიც” და ღვინის კომპანია “ჯი-ვი-ეს”-იც თარგამაძის და ნიკო ლეკიშვილის ხელდასმით აყვავდა.
მათივე ძალისხმევით მივიდნენ პარლამენტში “ახალ სახეებად” წოდებულები და როგორც ჩანს, თარგამაძე ბოლომდე აპირებს “ბიჭებზე” ზრუნვას. თუმცა “რკინის კაცი”, ხურდას ტყუილად არ გადაყრის.. ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირს, _ მისი ცხოვრების წესი იყო ყოველთვის.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომლის დროსაც პატიმრების უფლებები უკიდურესად ირღვეოდა, რომლის დროსაც ადამიანთა წამების ფაქტები პიკს აღწევდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში რაიონებიდან ჩემოდნებით ჩადიოდა ფული, თუნდაც ავტომობილების დიაგნოსტიკური ცენტრებიდან და ამაში “ალდაგიც” მონაწილეობდა, კახა თარგამაძე ბედავს და მორალზე აპირებს საუბარს.
ცინიკოსი და გაუწონასწორებელი გენერალი იმედოვნებს რომ რუსული ფულით შეძლებს საქართველოში დაბრუნებას და... ვაი საქართველო!
როგორც აღვნიშნეთ, გრეჩიხასი ვის რა გაკვირვებია. ქუჩის ბიჭის როლიდან ვერგამოსული, პოლიტიკასაც და ქვეყანასაც ღვინის ქვევრივით უყურებს. დავით გამყრელიძე კი თითქოს უნდა გაზრდილიყო... თუმცა, არააა.! თარგამაძის “შკოლაგამოვლილები” არ იცვლებიან. ისინი დღესაც ებრძვიან იმ ჟანგს, რომელიც “რკინის კაცს” დიდი ხანია შეჭმით ემუქრება.

კომენტარი