მამუკა მდინარაძის შს მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძე პასუხობს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შს მინისტრის პოსტზე, მამუკა მდინარაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, "ამასთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა".

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, კობახიძე აცხადებს, რომ ეს პრემიერ-მისნიტრის პრეროგატივა და ის გააკეთებს კონკრეტულ კომენტარებს.

"კონსულტაციები ბუნებრივია დაწყებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით ასევე საპარლეანეტო თანამდებობებთან დაკავშირებით, თუმცა, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე, ბუნებრივია პრემიერი გააკეთებს კონკრეტულ განცხადებას.

არ არის გამორიცხული დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები. ზოგადად, კონსულტაციები რომ დაწყებულია, შემიძლია დაგიდასტუროთ", - განაცხადა კობახიძემ.

(რეკლამა)

კომენტარი