სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალური მოძრაობის" შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს"

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებას" სრულად დეკლარირებული აქვს შემოსავლები და ხარჯები.

ირაკლი კობახიძის თქმით, სხვა პარტიების ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

"ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გვაქვს სრულად დეკლარირებული ჩვენი შემოსავლები და ჩვენი ხარჯები, რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

ჩვენ გვაქვს გარკვეული კონკრეტული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. კონკრეტულად, მაგალითად "ნაც. მოძრაობასთან" დაკავშირებით გვაქვს ასეთი კითხვები. ზოგადად, ჩვენმა ხარჯებმა გაამართლა, ჩვენ გვქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად დავდეთ ზუსტად ის შედეგი, რომელიც იყო ჩვენს მიერ პროგნოზირებული", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, სხვა პარტიების კითხვებთან დაკავშირებით ხომ არ მიმართავთ აუდიტის სამსახურს? კობახიძე აცხადებს, რომ "ეს არის რა თქმა უნდა აუდიტის სამსახურის პრეროგატივა და მათ უნდა შეისწავლონ ეს საკითხები, შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები".

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100