გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი არის თავის თავის ტკივილი...

,,მიხეილ სააკაშვილი არის თავი თავის ტკივილი...“- განაცხადა გიგი უგულავამ,იმ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელზეც პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება გახმოვანდა.

„ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს,"-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა წევრმა გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც პარტიის ორად გაყოფა ოფიციალურად გამოცხადდა.

უგულავამ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც პარტიის ნაწილი და ის გუნდი, რომელიც მოღვაწეობას ცალკე განაგრძობს, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა. მან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა.

„ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილი დიახ იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა ძლიერმა ადამიანმა, ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის გენერალური მდივანი.

„ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ რომ დრეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში უნდა იყო თავზეხელაღებული და ამიტომ ეს სიტყვა არ უნდა იხმარებოდეს კნინობითი ფორმით. დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მის არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი, მაგრამ სააკაშვილი მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტი ლელა ქებურიას მას შემდეგ რაც ის მოვიდა ამ პარტიაში, ეს ის ადამიანია, რომელიც კორცხელში მუტრუკებს გადაეფარა, დაუწყებს „პრავების კაჩავს,“ ეს ადამიანი უკვე აღარ არის ლიდერობის ღირსი, ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ რომ ეს აღარ არის სააკაშვილი რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკოსები არიან მანქანები, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს და როდესაც ის დაძველდება და ვეღარ ემსახურება ხალხს ჯართში უნდა გადააგდო.

"ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრებმა შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს მანქანა ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს მაშინ მეორე გადაწყვეტილება შვილებმა მიიღონ. ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში.

ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე, ჩვენ-ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს იმ სიკეთეზე, რაც ჩვენს ხალხს შეიძლება მოვუტანოთ და იმ არასწორ ქმედებებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას შეიძლება მოვუტანოთ.

ამიტომ კითხვა დღეს არის მარტივად - დიახ მეგობრებო, 2012 წელს ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით კვარცხლბეგიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება. ამ დავაში და ამ დებატებში მე არ შევალ და ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის არის სწორი და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ.

2012 წლის მერე ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ ძალიან მძიმე გზის გავლა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ გზად გავივლიდით და პარტიას შევინარჩუნებდით, პარტია არის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი და პარტიები რა თქმა უნდა სასურველია რომ არ იქმნებოდეს ერთი ადამიანის გარშემო და სოკოებივით არ იქნებოდეს. ეს არის ჩვენი მრწამსი, და ჩემი ერთადერთი პარტია , ეს იყო პარტია რომლის გამოც ბოლოს და ბოლოს ციხეში ვიჯექი. არავის არაფერს არ ვამადლი, მე მივიღე ეს გამოწვევა და გადავწყვიტე წავსულიყავი და მიმეღო ის დარტყმა, რომელიც ამ თავგზა აბნეული რეჟიმიდან მოდიოდა,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ მიმართა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ 1%-ით მაინც რომ სჯეროდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს კიდევ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, 99% კითხვებს გვერდით გადადებდა.

"ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი, ის ადამიანი ვინც ეს პარტია შექმნა,"-აცხადებს უგულავა.

კომენტარი