ასე იწრთობოდა "თვალწასულკოლგოტიანი" ეკა ბესელიას პოლიტიკური კარიერა...

მაშ როგორ გახდა ეს ქალი ცნობილი ადვოკატი? ამ ქვეყანაში ყველას, საქმის კეთების ნაცვლად, “პიარშიკობას” საყვედურობენ. ერთ-ერთი უბადლო პიარშიკი გახლავთ სწორედ ადვოკატი ბესელია. რომელსაც იურისტობის რა გითხრათ, მაგრამ საკუთარი თავის რეკლამა მშვენივრად გამოუვიდა. "თვალწასულკოლგოტიანმა" გოგონამ ზედმეტად რბილი “ლასით”, მშვენივრად იგრძნო მასმედიის როლი, პიროვნების გაპოპულარების საქმეში და, იმის ნაცვლად, რომ სამებზე დამთავრებული იურიდიული ფაკულტეტის დროინდელი განათლება კანონებში ჩახედვით გაეუმჯობესებინა, ჟურნალისტებთან დაახლოებისთვის დაიწყო “ჩალიჩი”.
ეს სიტყვა, ზოგადად, შეიძლება ბესელიას სრულ მოღვაწეობას გაჰყვეს რეფრენად, რადგან, “ჩალიჩი” გახლავთ ის ფორმა, რითაც ბესელია მოძრაობს ყველა სფეროში... იურისტობა იქნება ეს, პოლიტიკა, ადამიანებთან ურთიერთობა თუ გნებავთ ცხოვრებაც... ეს უკანასკნელი ჩვენ ნაკლებად გვეხება და ამიტომ დავუბრუნდეთ, ისევ ბესელიას საადვოკატო ჩალიჩს.
საკმარისი გახლდათ სასამართლო პროცესის დანიშვნა, ბესელია სკამზე შეხტებოდა და ბოლო ხმაზე კივილით იპყრობდა ჟურნალისტების და ოპერატორების ყურადღებას. მერე იწყებოდა აბსურდული საუბრები კანონის ქვეპუნქტებთან დაკავშირებით, და.. საღამოს საინფორმაციოებში ეკა ბესელია უკვე ჩაკვეხებული იყო. ასე, საკუთარი თავის რეკლამით აბრიყვებდა ბესელია დაზარალებულებს და ხან ვისი ადვოკატი ხდებოდა, ხან ვისი... მოჯადოებული წრიდან მხოლოდ თავად ახერხებდა თავის დაღწევას, მისგან გაბრიყვებულები კი კვლავ წრეში რჩებოდნენ. ასე იზრდებოდა ბესელიას წრეში მოქცეულთა ორომტრიალი და დაზარალებულებს უკვე პოლიტიკაზე მიბმული ადამიანებიც ემატებოდნენ. აი ასე მარტივად შექმნა საკუთარი თავი ადვოკატად ქალბატონმა ბესელიამ..
ირაკლი ოქრუაშვილი კი მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი შეიქმნა. როგორც ადვოკატს, ბესელიას ოქრუაშვილი არ ცნობდა. პირიქით, ხშირად ირონიულადაც კი საუბრობდა “ბესელიასნაირ ადვოკატებზე”.
სენაკთან შედარებით, თბილისთან გორის უფრო ახლო გეოგრაფიული მდებარეობის გამო თუ რატომ, ოქრუაშვილი საკუთარ თავს “ჰაი კლასის ადვოკატად” მიიჩნევდა, ბესელიას კი.. “ჭე კლასად”. ასე იყო თუ ისე, სწორედ ოქრუაშვილის მიზეზით შეიჭრა ქართულ ოპოზიციაში ეკა ბესელია. მისმა კონფლიქტურმა ხასიათმა გამოიწვია ის, რომ ოქრუაშვილის პარტია ერთმანეთის მიყოლებით დატოვა ბევრმა...
სკანდალისტი ბესელიას როლი ოპოზიციაშიც ისევე გაურკვეველია, როგორც ადვოკატობაში. ყოველგვარი ხიბლის და ქარიზმის გარეშე, პროვინციული მეტყველებისა და წამგებიანი ხმის ტემბრის, “აბორკებიანკაბიანი” ქალი, უფრო რაიონის ბანკის მოლარეს ჰგავს, ვიდრე ჟანა დარკს.
“ხორბლის ქალბატონის” ან პარიზელი სალომეს გარემოცვაც კი ბესელიასთვის საზოგადოებაა და თუნდაც უშედეგო იყოს მისი ოპო-მოღვაწეობა, ის და მისი ოჯახი მაინც კმაყოფილია... ხალხში გაერია...

კომენტარი