სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე ასეთ კომენტარს აკეთებს

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დაით ნარმანიამ ყოფილი პროკურორის, დავით ფარცხალაძისთვის ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დეტალური კომენტარის გაკეთება მხოლოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ვნახავთ, რასაკვირველია, შევძლებთ გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. ველოდებით დასკვნას, ვინაიდან, არ ვიცით, რა წერია დასკვნაში და რაზეა საუბარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100