ავლევში უძველესი ბეჭედი აღმოაჩინეს

სოფელ ავლევში დვალიშვილების ეზოში უძველესი ბეჭედი აღმოაჩინეს. მეცნიერთა მოსაზრებით, ბეჭედი ადრეულ ელინისტურ ხანას ეკუთვნის. ბეჭედზე ინიციალები ბ და ა არის გამოსახული. მას საბეჭდავი ფუნქცია ჰქონია და თავის ბუდეში ყოფილა მოთავსებული, რომელიც ამოღებისას დაიშალა.

ბეჭედი ჯანაშიას სახელობის თბილისის ეროვნულ მუზეუმში იყო გადაგზავნილი და აკადემიკოსი იულონ გაგოშიძე იკვლევდა. ამჟამად ის ქარელის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება და მეცნიერები მის შესწავლას კვლავ აგრძელებენ.

კომენტარი