სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუამორ კადაფი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა არ ელაპარაკებიან

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ მეამბოხეები დასთანხმდებიან მოლაპარაკებებს, მას პოლკოვნიკ კადაფის შვილი საადი უხელმძღვანელებს.

მეამბოხეები, რომლებიც აკონტროლობენ ქვეყნის უმეტეს ნაწილს, მათ შორის ტრიპოლს, აცხადებენ, რომ მათი ვარაუდით კადაფი ტრიპოლის ერთ-ერთ რაიონში იმალება.

როგორც BBC - ს კორესპონდენტი ლიბიიდან იუწყება, მოლაპარაკებების შეთავაზება კადაფის კიდევ ერთი ხერხია ხელისუფლებაში დასარჩენად (ჯი-ეიჩ-ენი).

ამასთან, ტრიპოლის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე, გუშინ 50 ცხედარი აღმოაჩინეს. ამ და სხვა მიზეზების გამო, ამბოხებულები "ჯამახირიის" ლიდერთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ და მასთან საუბარს მხოლოდ სამართლის ენაზე თანხმდებიან: კადაფის უკვე შეუთვალეს პასუხი, რომ ხელისუფლების გადაცემაზე ვერა, მაგრამ სასამართლოსთვის მის გადაცემაზე მოლაპარაკების დაწყება შეიძლება. რასაკვირველია, ლიბიის აწ უკვე დამხობილმა ლიდერმა დანებებაზე უარი განაცხადა და ისევ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

მართალია, მუამორ კადაფისა და მისი გარემოცვის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არავინ იცის, მაგრამ უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია და მისი ესკორტის მიერ ალჟირის საზღვრის გადაკეტვა მხოლოდ ამბოხებულთა ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ქაოსში დარჩენილ ქვეყანას კი უამრავი პრობლემა აქვს, რომელსაც გარდამავალი დროებითი საბჭო ვერ აგვარებს. საბჭოს წევრები ბრიფინგებს ჯერჯერობით ისევ ბენღაზიდან მართავენ და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისა და დახმარებისკენ მოუწოდებენ. ლიბია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100