სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინს აბანოში უხმობენ


მეორე მსოფლიო ომის პრიმორსკელი ვეტერანები და პენსიონერები რუსეთის პრემიერ–მინისტრს აბანოში ეპატიჟებიან. “პრიმამედია” იუწყება, რომ ვეტერანებმა შესაბამისი თხოვნის შემცველი წერილი პრემიერის სახელზე უკვე გააგზავნეს.


“ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან პირადი ურთიერთობა, გაცნობა, მოსმენა და ჩვენი მოსაზრებების გამოთქმაც. სწორედ ამიტომაც, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, გულწრფელად გეპატიჟებით აბანოში, სადაც ჩვენ არამარტო შხაპს ვღებულობთ და ორთქლით ვიჯერებთ გულს, არამედ ვურთიერთობთ კიდეც”, – ნათქვამია მიმართვაში. პრემიერის რეაქციის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.


როგორც ცნობილია, ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკში სექტემბრის დასაწყისში ცადის. როგორც “პრიმამედია” იუწყება, მთავრობის მეთაურის ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად ცოტა ხნის წინ პრიმორსკის მხარეში ვიცე–პრემიერი, იგორ შუვალიოვი იმყოფებოდა.


აბანო, სადაც ვეტერანებმა პუტინი დაპატიჟეს, სამხარეო პარლამენტის ყოფილი წევრის, ადამ იმადაევის მიერაა აგებული. დაწესებულებაში შესვლა პენსიონერებისა და ვეტერანებისთვის უფასოა.


სხვათა შორის, მანამდე პუტინი კეთილგანწყობილად ეხმაურებოდა აბანოს თემებს. მაგალითად, 2008 წელს, “პირდაპირი ხაზის” მსვლელობის დროს, უპასუხა რა შეკითხვას რუსული აბანოებისადმი პირადი დამოკიდებულების შესახებ, მან თქვა: “ამ თემას დადებითად ვუყურებ. საერთოდ, ყველაფერ რუსულს მე დადებითად ვუყურებ”. 2011 წელს კი, როცა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული კრასნოდარის მხარე მოინახულა, მან აღნიშნა, რომ “აბანო – ეს კარგია, რომ აღადგინეთ”, ხოლო 2011 წელს ერთ–ერთ რუსულ გამოცემაში დაიწერა, რომ პუტინს უფრო მეტად აბანო – არაყით მოსწონს, ვიდრე აბანო – თაფლით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100