სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხეთის სამხედრო ნაწილში სასტიკად ნაცემი 20 წლის ჯარისკაცი ჭკუიდან შეიშალა (ვიდეო)

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის.

სომხეთის მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც აშიშვლებს ყველა იმ საშინელებას, რაც დღესდღეობით სომხურ არმიაში ხდება. კადრებმა, რომელსაც დღეს „დრონი.ჯი“ წარმოგიდგენთ, მთელი სომხეთის საზოგადოება შეძრა.

ორშაბათს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „არ გავჩუმდებით“ მიიღო ინფორმაცია იმ საშინელი შემთხვევის შესახებ, რომელიც ქალაქ არარატის მცხოვრებს, 20 წლის, ოვანეს ვარდანიანს სომხეთის არმიაში გადახდა თავს. როგორც სომხური მედია იუწყება, ორგანიზაციის წევრები მაშინვე გაჰყვნენ ინფორმაციის კვალს...

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აგვისტოს დასაწყისში ოვანეს ვარდანიანის მამას, ვარდან ვარდანიანს შვილის თანამესანგრეებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი 20 წლის ვაჟი, რომელიც იმ დროისთვის სამხედრო სამსახურის მე–14 თვეს ასრულებდა, უკვე მე–9 დღეა, ფსიქიკურად დაავადდა და ფსიქოდისპანსერშია გადაყვანილი.

ჯარისკაცის მამამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ორჯერ გაიარა სამედიცინო კომისია და მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა, სამხედრო სამსახურიდან წლისა და ორი თვის თავზე კი მის შვილსა და ოფიცერს შორის მომხდარი უთანხმოების შემდეგ, ბიჭი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. როცა მამამ სცადა გაერკვია, რა მოხდა სინამდვილეში ასკერანაში მდებარე სამხედრო ნაწილში და ტელეფონზე დარეკა, მეთაურმა თავდაპირველად უთხრა, რომ არაფერი იცის, ხოლო მეორე ზარის დროს უპასუხა, რომ ნომერი შეეშალა და სთხოვა, მეორედ აღარ დაერეკა.

როგორც პორტალი Day.Az იუწყება, ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია და არაადეკვატურად იქცევა. ყველაფრიდან ჩანს ისიც, რომ მას განსჯის უნარი დაკარგული აქვს და ნორმალურ ადამიანად მისი მიჩნევა აღარ შეიძლება. როგორც ოვანესი და მისი ახლობლები ამბობენ, არმიაში მას ძალიან სასტიკად ეპყრობოდნენ, ჩექმებით სცემდნენ და თავში არმატურის ნაჭრებს ურტყამდნენ...

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100