სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმფრინავის ეკიპაჟმა და მგზავრებმა მოსკოვის თავზე ალმოდებული ობიექტი შეამჩნიეს

ექვსი სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა გუშინ მოსკოვის თავზე საარტილერიო ჭურვის მსგავსი, ალმოდებული ობიექტი შეამჩნიეს, რომელიც ბოლავდა. - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ მოსკოვის ავიაქსელების სადისპეტჩეროს წყარომ აცნობა.

„ქალაქ გაგარინიდან ოდნავ მოშორებით Boeing 737-500-ის ეკიპაჟმა, რომელიც ასრულებდა რეისს ნოვოსიბირსკი-მოსკოვი გადმოგვცა, რომ ხედავენ აალებულ ობიექტს, რომელიც საარტილერიო ჭურვს ჰგავს და რომელიც დაახლოებით 10.000 კმ-ს სიმაღლეზე იმყოფება“, - ამბობს წყარო სადისპეტჩეროდან.

ანალოგიური სურათი ზუსტად იმ დროს კიდევ რამდენიმე თვითმფრინავის ეკიპაჟმა და წევრებმა შეამჩნიეს. ცაზე ეს ყველაფერი საღამოს 7 საათის შემდეგ ხდებოდა. „ისინი ამბობდნენ, რომ ალმოდებული მფრინავი ობიექტი ხმებსაც გამოსცემდა. იგი მოსკოვი-პრაღის, ლონდინი-მოსკოვისა და მოსკოვი-ჟენევის რეისების მგზავრებმაც დაინახეს“.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი ჟურნალისტებს აცნობეს, რომ საჰაერო სივრცის კონტროლის იმ საშუალებებს, რომლებსაც უწყება ფლობს, მოსკოვის თავზე არანაირი ანომალია არ დაუფიქსირებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100