მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის საგანგებო განცხადება

მოძრაობა „სამართლიანი საქრთველოსთვის“ ავრცელებს საგანგებო განცხადებას სასჯელთ აღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ, მოძრაობის ლიდერის ბატონი სერგო ჯავახიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების გამო, რომლითაც მოძრაობის ლიდერს შეეზღუდა საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა, რითაც საფრთხის ქვეშ დადგა მისი გამოსვლა გერმანიის ბუნდესთაგის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს გერმანელი პარლამენტარების წინაშე და შეხვედრა გერმანიის ბუნდესკანცელარიაში. მოძრაობის ლიდერმა ს. ჯავახიძემ, რამდენჯერმე მიმართა პრობაციის სამსახურს, რათა მათ დაერთოდ ნება საზღვარგარეთ ვიზიტის განსახორციელებლად, გარდა ამისა ს. ჯავახიძემ განცხადებით მიმართა სამსახურის ხელმძღვანელობას და მოითხოვა მათთან პირადი შეხვედრა, რათა პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელებს განემარტათ თხოვნაზე უარის მიღების მოტივაციის საფუძვლები, მაგარამ უშედეგოდ. რეალურად შეიქმნა ვიზიტის ჩაშლის საფრთხე, რომელიც შეთანხმებულია გერმანიის ბუნდესკანცელარიას, ბუნდესთაგთან და გერმანიის საელჩოსთან საქართველოში. ბატონი გიორგის „პოლიტიკური სიბეცის“ გამო ილახება საქართველოს იმიჯი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობა მიმართავს პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროოსს ბატონ გიორგი მაკასარაშვილს, რომ დღის ბოლომდე მიიღოს გადაწყვეტილება, რათა მოძრაობის ლიდერს ბატონ სერგო ჯავახიძეს მიეცეს ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა.

კომენტარი