სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რონალდ ასმუსი: 2008 წელს საქართველო ევროპამაც, ნატომაც და აშშ–მაც მარტო დატოვა

შეგახსენებთ ერთ ფრაგმენტს რონალდ ასმუსის წიგნიდან „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“. ეს ფრაგმენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო არანაირ ომს არ გეგმავდა და რომ ქვეყანა მარტო აღმოჩნდა რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ძალის წინააღმდეგ:

„ნატოსაკენ საქართველოს სწრაფვის პარადოქსი ის გახლავთ, რომ ალიანსის დოქტრინა ავალდებულებდა თბილისს ნაკლები აქცენტები გაეკეთებინა საფრთხეზე რუსეთის მხრიდან, ძალისხმევა არ დაეხარჯა ტერიტორიული თავდაცვის საშუალებებზე და ყურადღება გადაეტანა ანტიტერორისტულ საერთაშორისო ოპერაციებზე. თბილისი ასეც იქცეოდა, რათა ნატოსთან დაახლოების შანსი ხელიდან არ გაეშვა. ამიტომ, სამხრეთ ოსეთში არანაირი ბრძოლა არ იყო დაგეგმილი, მით უმეტეს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, რომ რუსული პროპაგანდა გაჰყვიროდა და გაჰყვირის, საქართველო ცხინვალში შეჭრისთვის ემზადებოდაო. ალიანსთან ურთიერთობაში კი ბედის ირონიაც ისაა, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანამ ვერც ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა და 2008 წლის აგვისტოში ვერც სამხედრო თვალსაზრისით აღმოჩნდა მომზადებული მტერთან ერთი-ერთზე გასამკლავებლად, რადგან ის ნატომაც, ევროპამაც და აშშ-მაც მარტო დატოვა..."

რონალდ ასმუსი, "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100