ვირუსულ რეკლამაში „მედვედევი“ პინგვინს ასახიერებს და ლამაზმანს მკერდზე ეფათურება

დაახლოებით ერთი საათის წინ ინტერნეტში გაჩნდა ვიდეორგოლი, სადაც თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოსახლეობას ახალი, 2012 წლის დადგომას ულოცავს. ვიდეორგოლი, რომელიც სინამდვილეში ერთ–ერთი ტურისტული კომპანიის ვირუსული რეკლამაა, იმდენად ნიჭიერადაა გაკეთებული, რომ მის შემქმნელებსაც და კომპანიასაც საკმაოდ დიდ წარმატებას უქადის: კლიპი ელვის სისწრაფით ვრცელდება ინტერნეტში.

საახალწლო მილოცვა–პაროდიაში დიმიტრი მედვედევი გაშარჟებულია: მის ირგვლივ შიშველი ბიჭები დახტიან, თავად რუსეთის პრეზიდენტი ერთ მომენტში ქერა ლამაზმანს მკერდზე ეფათურება, თან ტრადიციებს ახსენებს, მოგვიანებით კი, კლიპის რეჟისორის მითითებით, პინგვინს საკმაოდ ორიგინალურად განასახიერებს.

კომენტარი