სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა ხიდაშელი: თუ ხალხი ხმას მისცემს, პარლამენტში პრორუსული ძალებიც უნდა შევიდნენ

"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის აზრით, "თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს, პარლამენტში პრორუსული ძალებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები".

ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ფარგლებში "ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილთან და "კონსერვატორ" ზვიად ძიძიგურთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

"ადრე ჩვენ ნამდვილად გვქონდა პრობლემები და შესაძლოა, მომავალშიც გვქონდეს, სწორედ ამიტომ ვლაპარაკობთ კოალიციაზე. ამ დროისთვის კოალიციაში ორი პოლიტიკური პარტია მოიაზრება და დიდი ალბათობით, შეიქმნება მესამეც. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან ამ დიდი ბრძოლის მონაწილეები, ეს ალბათ, მხოლოდ კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის მონაწილეობით არ დასრულდება და ეს სია კიდევ უფრო გრძელი იქნება. პოლიტიკური კოალიცია, რისკების განაწილება, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა იქნება იმ პოლიტიკური ბლოკით, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით, სამი პოლიტიკური პარტიით არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია. ვერ გამახსენებთ ვერცერთ შემთხვევას ასეთი ფორმატით პოლიტიკური ძელების თანამშრომლობისა.

სხვაობა მნიშვნელოვანწილად ბევრი რამით არის განპირობებული, მათ შორის - იმითაც, რომ ჩვენ არ გვაქვს ცალსახად ერთგვაროვანი ხედვა ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხში, მაგრამ თუ მკითხვათ, უნდა იყვნენ თუ არა წარმოდგენილები პარლამენტში ამ ქვეყნის პოლიტიკური ძალები, მე ვფიქრობ, რომ კი, მათ შორის, თუ ხალხი ხმას მისცემს, ალბათ, პრორუსული ძალებიც. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მე მათ არასდროს მივცემ ხმას, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, მისი პარლამენტი იმის ადეკვატური იყოს, როგორიც არის საზოგადოების განწყობა. ჩვენ გავაჩენთ იმის შესაძლებლობას, რომ ხალხის მიერ უფლებამოსილებამინიჭებულ პირებს შორის კამათი ლეგიტიმურ ადგილზე იყოს და არა ქუჩაში, ტელევიზიებში ან იმ დანარჩენ ფორმატებში, რაც აქამდე ყოფილა",- განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100