სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე პარტიას შექმნის და საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებს

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის წევრმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღასრულებს და ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდება.

ადვოკატის განცხადებით, ზუსტი ვადები რა დროში შეიძლება მოხდეს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული განცხადების დაკმაყოფილება, ოფიციალურად კანონში არ არის გაწერილი, თუმცა კბილაშვილის თქმით, ისინი პასუხს ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან.

საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებით, ხვედელიძეს მოქალაქეობა აღუდგა. ახლა კი, ადვოკატები მოსამართლეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მიმართავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100