სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის „შეფი“ პუტინის იდეის წესდებას ყურადღებით გაეცნობა

„ევრაზიული კავშირის“ შექმნის იდეა, როგორც ცნობილია, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა გააჟღერა და დროდადრო ამ თემას რუსი პოლიტიკოსები და სახელისუფლო მედიასაშაუალებები წინ წამოსწევენ ხოლმე.

მართალია, საქართველოში ჯერჯერობით, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუხატავს ღია მხარდაჭერა ამ იდეისადმი და არც ის უთქვამს, რომ საქართველო ამ კავშირის წევრი უნდა გახდეს, მაგრამ საზოგადოება მაინც ფრთხილად ეკიდება იმ პოლიტიკური გაერთიანებების პოზიციებს, რომლებიც მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას არ გამოხატავენ მსგავსი იდეისადმი.

„ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, თუმცა, ამოკვეთილად განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანება კი არა, ევროპული სტრუქტურებია. სწორედ ასე უპასუხა მან შეკითხვას იმის შესახებ, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო „ევრაზიულ კავშირში“. პასუხი, თითქოსდა გამოკვეთილ პოზიციასაც შეიცავს, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილის გარემოცვაში ან შეფს არ უსმენენ და არ იციან, რა განცხადებები გააკეთა, ან უსმენენ და მაინც მისგან განსხვავებულ პოზიციაზე დგანან.

ასე მაგალითად, ახლახან შექმნილი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელად წარდგენილმა თედო ჯაფარიძემ (ამავე ჯგუფში შედის ლანა ღოღობერიძე) „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საკმაოდ მოულოდნელი პოზიცია გამოკვეთა. „ევრაზიულ კავშირზე“ მისი საუბრის დროს გამოჩნდა, რომ მისი შექმნის იდეას ჯაფარიძე არათუ უტოპიურად მიიჩნევს, არამედ, კავშირის შექმნის შემთხვევაში, მისი წესდების ყურადღებით გაცნობასაც აპირებს:

„ქართული ოცნება" თავის უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს ინტერესების დაცვას. რაც შეეხება სხვადასხვა კონცეფციებს, მათ შორის ევრაზიული კავშირის შექმნას, ჩვენ მათ ყურადღებით გავეცნობით. მე მაინც მგონია, რომ ამ პროექტს უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი უნდა იყოს“.

რა თქმა უნდა, ამა თუ იმ საკითხის ყურადღებით გაცნობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მხარდამჭერი ან შემადგენელი ნაწილი გახდები, მაგრამ „ევრაზიულ კავშირზე“ საუბრის დროს მსგავსი განცხადების გაკეთება და იმის ართქმა, რომ მსგავსი კავშირი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსთვის, ცოტა არ იყოს, „გონივრული ეჭვის“ საფუძველსაც იწვევს. რაც შეეხება ზოგად ფრაზას - „ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებსი დაცვაა“ - ამ ინტერესებს „იცავდნენ“ თავის დროზე, საქართველოში რუსეთიდან დამპყრობლად მოსული ვაიქართველებიც...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100