სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის ინიციატივა: ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან

„გამოვდივარ ახალი ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგომის დროს.

„ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, როგორც ჩვენს მეზობელთან, მაგრამ ეს მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ იმ რუსეთთან, რომელიც აღიარებს ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება რომ ადვილი არ არის, ეს უკვე ვისწავლეთ, მაგრამ მინდა იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ მათ წელსაც შეუძლიათ, მზეს მიეფიცხონ ჩვენს სანაპიროებზე, სადაც მათ არავინ დაუშლის მონატრებული „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის სმას, რუს ბიზნესმენებს შეუძლიათ, თამამად და მშვიდად ჩადონ ინვესტიციები საქართველოში, ამას ხელს არავინ შეუშლის“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100