სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო შატბერაშვილი: "ირაკლი ოქრუაშვილს უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა"

"დრონი.ჯი" აგრძელებს რუბრიკას "ფრაზები". ამჯერად, ქართველი პოლიტიკოსების და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ, ირაკლი ოქრუაშვილზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და ფრთიან ფრაზებს გთავაზობთ.
დსფდსფ
გიორგი თავდგირიძე: "ოქრუაშვილმა სააკაშვილს ფული გამოსძალა. სანამ მიშა აღმოაჩენდა, რა ფულს ჰპარავდა ოქრუაშვილი, ამასობაში მისგან ოპოზიციონერი მიიღო. მეტიც, ოქრუაშვილს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ მინისტრობა. იგი პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა. სააკაშვილმა ოქრუაშვილი პოლიტიკურ ნაგავსაყარზე მოისროლა და რაც მეტს ილაპარაკებს ბატონი ირაკლი ახლა, მით მეტ სისულელეს იტყვის".
დსფდსფ
სოსო რობაქიძე: "დღეს 30 ათასი პატიმარია საქართველოში და აქედან ნახევარზე მეტი არის ოქრუაშვილის დაჭერილი! მოდით, ერთი, იმ უსამართლოდ დაჭერილი ხალხის ჭირისუფლებს ვკითხოთ, რას იტყვიან ოქრუაშვილზე!"
დსფდსფ
დავით ბერძენიშვილი: "ირაკლი ოქრუაშვილი დემოკრატიული ლოზუნგებით, ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა".
დსფდსფ
თემურ შაშიაშვილი: "არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროში ტენდერებში იმარჯვებდნენ ის ფირმები, რომელთაც ოქრუაშვილი ლობირებდა. ძალიან დიდი ფული იშოვა ოქრუაშვილმა ამ ტენდერებით, განსაკუთრებით სამხედრო ბაზების მშენებლობისა და თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მხრივ. ცალკე თემაა იარაღის შესყიდვა, აქ უკვე მილიარდებზეა ლაპარაკი".
დსფდსფ
ლალი აფციაური: "ირაკლი ოქრუაშვილი ავაზაკური მეთოდებით ებრძვის უდანაშაულო ადამიანებს. შესაძლოა, ზოგი მათგანი დამნაშავეც იყოს და ეს დაუმტკიცდეს, მაგრამ ამ არაადამიანური მეთოდებით ხალხის დაჭერა და ეს ტელესპექტაკლები რა უბედურებაა?"
დსფდსფ
სოზარ სუბარი: "ირაკლი ოქრუაშვილი ხელყოფს ადამიანთა უფლებებს და მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეებით პროკურატურა დაინტერესდება".
დსფდსფ
დავით გამყრელიძე: "ბევრს ეგონა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუა, საფრთხობელა, არავის არაფერს ერჩის და მისი იმიჯი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელისთვის ზედგამოჭრილიაო. ასე არ არის. ოქრუაშვილი არის კრიმინალი, რომელმაც გამდიდრება კონტრაბანდული გზით დაიწყო და ახლა, სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც მოეპრიანება, ისე აფათურებს ხელს. ეს კაცი დასაჭერია, მაგრამ ეგ სხვებს იჭერს".
დსფდსფ
გია თორთლაძე: "ოქრუაშვილი რისი ცხინვალის ამღები იყო? ბაქი-ბუქობდა, ტრაბახის მეტი რა შეეძლო? არც არაფერი. ახლა ტრაბახის ხალისიც აღარა აქვს, რაც ძალაუფლება დაკარგა. კაცი ლომგულობას იბრალებდა და 3 დღე ძლივს გაძლო ციხეში".
დსფდსფ
ფიქრია ჩიხრაძე: "ირაკლი ოქრუაშვილი, წესით, ციხეში უნდა იჯდეს".
დსფდსფ
თინა ხიდაშელი: "ოქრუაშვილმა უამრავი უკანონობა ჩაიდინა, ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. ზოგიერთები ამბობენ, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევსო. ეს იგივეა, მკვლელს იარაღის უკანონო ტარებისთვის წაუყენო ბრალი, მკვლელობა კი მიჩქმალო. უდანაშაულობის პრეზუმფცია კი არა, უკანონოდ უამრავი ადამიანი ჰყავს დაჭერილი, ბიზნესმენებს არეკეტებს, ხალხს აწამებს და ათას უბედურებას სჩადის. ამაზეა ხმა ამოსაღები".
დსფდსფ
ლევან ბერძენიშვილი: "რაღაც არ მჯერა, რომ ეს ბიზნესმენები საკუთარი ნებით მიდიან ოქრუაშვილთან და აბარებენ თავიანთ ქონებას, წლობით ნაშრომ, ნაწვალებ ბიზნესს და კერძო ქონებასაც კი, სახლებს, მაგალითად. რაღა ახლა გაუსკდა ყველას სამშობლოს სიყვარულის ბუშტი, რაღა ახლა გახდა ყველა ბიზნესმენი ასეთი პატრიოტი და მამულისთვის თავდადებული? ოქრუაშვილი რომელი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი მყავს, ყველა მას რომ აკითხავს? ერთი, კაცი მაინც მივიდეს სხვა მინისტრთან – დავუშვათ, ფინანსთა მინისტრთან და უთხრას: ა, ბატონო, სამშობლოს მინდა დავეხმარო და სახლი უნდა ვაჩუქო სახელმწიფოს. ეს უფრო გასაგები იქნებოდა. მაგრამ ყველამ ვიცით ახლა, ოქრუაშვილთან ყურით მიათრევენ იმ ბიზნესმენებს, ზოგი საკუთარი ფეხით მიდის, ყურით რომ არ მიათრიონ. არ მივლენ და დაიჭერს, იციან. მტყუან-მართალს არ დაგიდევთ ოქრუაშვილი, თითო საქმეს ყველას შეუკერავს, მაგის მეტს რას აკეთებდა პროკურატურაში?"
დსფდსფ
სოსო რობაქიძე: "რაც შეეხება იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც ოქრუაშვილთან სალაპარაკოდ დადიან, ისინი არიან დამნაშავეები ბუტასთან, სანდრო გირგვლიანთან, ზურა ვაზაგაშვილთან, ირინა ენუქიძესთან, ვინც ოქრუაშვილს დაელაპარაკება, ყველა არის ამ ბიჭების გამყიდველი და მოღალატე..., ოქრუაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე და უნდა გასამართლდეს თუნდაც "სახალხო სასამართლოთი".
დსფდსფ
რამაზ კლიმიაშვილი: "ამ კაცმა მუშტების ქნევის მეტი, ეტყობა, არაფერი იცის. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა რომ დაძაბულია, ეს დიდწილად სწორედ ოქრუაშვილის ბრალია. ოქრუაშვილი კი არა, ნაპოლეონი და ალექსანდრე მაკედონელი რომ ჩაუყენო ქართულ ჯარს სათავეში, რუსეთს ქართული ჯარი ვერ დაამარცხებს. ეს არის ცხადზე უცხადესი და პატარა ბავშვიც მიხვდება. გამოდის, ოქრუაშვილის რიტორიკა ემსახურება ქართულ-რუსული, ქართულ-ოსური ურთიერთობების გაუარესებას, ამ საომარი რიტორიკით ცდილობს სიტუაციის აფეთქებას, ანუ ომის პროვოცირებას უწყობს ხელს. გამოდის, ეს კაცია პროვოკატორი და მართლა ომი რომ დაიწყოს, თვითონ დაიმალება სადმე, ან კაბინეტში იჯდება, უდანაშაულო ქართველი ბიჭები ჩაიხოცებიან".
დსფდსფ
გოგა ხაინდრავა: "ოქრუაშვილი ვაჟკაცობაზე დებს თავს, რაღაც მაგისი ვაჟკაცობისა არაფერი მსმენია. აი, როცა მაგასაც გამოისტუმრებენ მთავრობიდან, მერე, მაინტერესებს, სად წავა? საქართველოში ეგ ვერ გაჩერდება! იმდენი უდანაშაულო ადამიანი გამოამწყვდია ციხეში, იმდენი პატიოსანი ბიზნესმენი დააყაჩაღა და ფულები, ბიზნესი, აგარაკები და საცხოვრებელი სახლები "დააწერა", აქ ნამდვილად არ დაედგომება".
დსფდსფ
შალვა ნათელაშვილი: "ოქრუაშვილი არის სათავე ათასი უბედურებისა. მაგას არ ვიცი რა, რამდენი წელი ციხე ეკუთვნის. ხომ შემოიღო შეკრებითობის პრინციპით სასჯელი? აი, მოვა დრო და მაგასაც შეუკრებენ იმ დანაშაულებებს, რაც ჩაუდენია და მგონი, მთელი ცხოვრება ციხეში მოუწევს ბრძოლა. ახლა, კვალიფიციური გამომძიებელიც არ არის საჭირო, ნებისმიერი დილეტანტი მაგას ერთ ათამდე სისხლის სამართლის დანაშაულს დაუმტკიცებს".
დსფდსფ
დავით უსუფაშვილი: "ოქრუაშვილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე არღვევს ადამიანის უფლებებს, ის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემაა. მას უზარმაზარი გავლენა აქვს, რომელსაც არაკანონიერად იყენებს, მეტიც – დანაშაულებრივად".
მამუკა კაციტაძე: "ოქრუაშვილი არის კონტრაბანდისტი მინისტრი".
დსფდსფ
კახა კუკავა: "ირაკლი ოქრუაშვილი აკონტროლებს ქართული ბიზნესის ძალიან დიდ ნაწილს, ცხადია, "ჩუპა-ჩუპის" კანფეტის იმპორტს არ ვგულისხმობ, თუმცა ესეც სერიოზული ბიზნესია. ყველაზე მომგებიან სფეროებს აკონტროლებს და, შესაბამისად, ყოველთვიურად ათეულობით მილიონი შესდის. ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია საქართველოში. და ეს კაცი, გჯერათ, რომ უკანონობას ებრძვის ქვეყანაში? ის იმ ბიზნესმენებს ებრძვის, რომლებიც მისი ლობისტი ბიზნესის კონკურენტები არიან".
დსფდსფ
კახა კაციტაძე: "ირაკლი ოქრუაშვილს არ ესმის თავდაცვის სფერო. თავად დილეტანტია და ბევრ დილეტანტს გაუხსნა გზა ამ სფეროში. ეს თავდაცვის სისტემას მიიყვანს მძიმე მდგომარეობამდე. ეს ისეთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, აქ ერთი შეცდომაც შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, ოქრუაშვილი კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს".
დსფდსფ
გიორგი გუგავა: "წავიდეს და ბებიამისს ებღვიროს ოქრუაშვილმა... რას იბღვირება, იცის ვინმემ? ან ვის აშინებს მაგის ბღვერა? რაც ფული მოიპარა, ის დააბრუნოს ბიუჯეტში, რაც უკანონოდ ხალხი დაიჭირა, გამოუშვას ციხიდან, უკანონოდ წართმეული ქონება დაუბრუნოს ხალხს და მერე იბღვიროს, რამდენიც უნდა".
დსფდსფ
ბეჟან გუნავა: "ოქრუაშვილი არის ჩვეულებრივი სახელმწიფო დამნაშავე".
დსფდსფ
ზვიად ძიძიგური: "ირაკლი ოქრუაშვილი არის სადისტი, ბიუჯეტის ქურდი, იარაღით უკანონოდ მოვაჭრე, კონტრაბანდისტი და, რა ვიცი, ათას უბედურებას აბრალებენ კიდევ. ჰო, ბიზნესს რომ არეკეტებს სახელმწიფოს სახელით, ეს ხომ ყველამ ვიცით".
დსფდსფ
განაჩენი: სოსო შატბერაშვილი: "ირაკლი ოქრუაშვილს უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა, უნდა ჩამოართვა ხალხისგან წართმეული ქონება და გაჭირვებულ ხალხს დაურიგო. აი, ეს იქნება სამართლიანი!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100