სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

IRI: ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის გიორგი თარგამაძე პირველია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს რეგიონების მოსახლეობა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის მიმართ კეთილგანწყობილია.

კერძოდ, "ივერონის" ინფორმაციით, შიდა ქართლში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის მიმართ 76 პროცენტია კეთილგანწყობილი, 18 პროცენტი - არაკეთილგანწყობილი, 0 პროცენტს მის შესახებ არაფერი სმენია, 6 პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა (ან არ იცის).

კახეთში მის მიმართ კეთილგანწყობა რესპონდენტთა 81 პროცენტმა დააფიქსირა, კეთილგანწყობილი არ არის 16 პროცენტი, 3 პროცენტი კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

სამცხე-ჯავახეთი გიორგი თარგამაძის მიმართ გამოკითხულთა 68 პროცენტია კეთილგანწყობილი, 8 პროცენტი – არაკეთილგანწყობილი, 14 პროცენტს მის შესახებ არაფერი სმენია, 10 პროცენტი კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს (ან არ იცის).

აჭარაში მის მიმართ კეთილგანწყობა რესპონდენტთა 74 პროცენტმა დააფიქსირა, არაკეთილგანწყობა – 24%-მა, 2%-ს კი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის შესახებ არაფერი სმენია.

გურიაში ქდმ-ის ლიდერის მიმართ კეთილგანწყობილია რესპონდენტთა 67 პროცენტი, არაკეთილგანწყობილი - 31 პროცენტი, 2 პროცენტისთვის კი მის შესახებ არაფერია ცნობილი.

სამეგრელოში გიორგი თარგამაძის მიმართ გამოკითხულთა 83 პროცენტია კეთილგანწყობილი, 16 - არაკეთილგანწყობილი, 1 პროცენტს კი მის შესახებ არაფერი სმენია.

იმერეთში პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: 81 პროცენტი - კეთილგანწყობილი, 18 - არაკეთილგანწყობილი, 1 პროცენტისთვის კი გიორგი თარგამაძის შესახებ ცნობილი არაფერია.

მცხეთა-მთიანეთში კი ასეთი მონაცემებია მიღებული: 56 პროცენტი - კეთილგანწყობილი, 35 – არა, 0 პროცენტს არაფერი სმენია, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს 9 პროცენტი იკავებს (ან არ იცის).

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100